11 აპრილს ბრიუსელში რამშტაინის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილმა თქვა, რომ მოკავშირეები უკრაინას 21 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ.
მისივე განმატებით, ამ თანხაში შედის 4,5 მილიარდი ფუნტი, რომელსაც გაერთიანებული სამეფო უკრაინას მიმდინარე წელს გადასცემს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, მისი ქვეყენა 2029 წლამდე 11 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს უკრაინას, უკვე დაპირებული თანხის გარდა.
ჰილმა აღნიშნა, რომ 2025 წელი იყო ომის კრიტიკული მომენტი მთავრობებისა და თავდაცვის ინდუსტრიებისთვის, რათა გაეძლიერებინათ მხარდაჭერა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა თქვა, რომ შეხვედრა იყო პროდუქტიული და რომ დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნები ლიდერობენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაში. მას ასევე აღნიშნა, რომ ამერიკაც განაგრძობს უკრაინის დახმარებას უსაფრთხოების საკითხებში.