უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე EU სრულყოფილი არაა - ლეიენი

პუბლიკა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ყოველწლიურ გამოსვლაზე განაცხადა, რომ უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე, ევროკავშირი სრულყოფილი არ არის.

„თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ, თქვენ ხართ ჩვენი კავშირის მომავალი“,- უთხრა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის აღმოსავლელ მეზობლებს,- „ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენს გარეშე.”