უკრაინის ომბუდსმენი: მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, გამოეხმაურონ სააკაშვილის უფლებების დარღვევას

პუბლიკა

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

დენისოვა წერს, რომ შეშფოთებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ის ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქემ და რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ სასამართლო პროცესზე ექიმის დახმარება მოითხოვა.

დენისოვას ინფორმაციით, სააკაშვილს არ შეუძლია ჭამა და ძილი, გრძნობს სისუსტეს.

მისივე თქმით, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში არ უშვებენ დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს.

უკრაინის ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიოს სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები.

დენისოვა მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებას, გამოეხმაუროს უკრაინის მოქალაქის უფლებების დარღვევას.