უკრაინის ეროვნული პოლიცია კიევის ოლქში, ირპენში მუშაობას ანახლებს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს, პოლიციის უფროსის იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით.
„კიევის ოლქის პოლიციის სპეციალური ჯარისკაცები ქალაქის ტერიტორიაზე მზად არიან, შეასრულონ თავიანთი საპოლიციო ფუნქცია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქვე ნათქვამია, რომ ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს დივერსანტებისგან და ახლა მთავარი ამოცანაა ირპენში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარება და ევაკუაცია.
„სპეციალური ძალები მჭიდროდ თანამშრომლობენ უკრაინის სამხედრო ნაწილებთან და ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის აღდგენას ეხმარებიან.“