უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ცერემონია იმართება

პუბლიკა

დღეს, 23 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია კიევში, უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარეობს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს ხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კიევში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები: უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.