უკრაინის პრეზიდენტს COVID-19 დაუდასტურდა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის COVID-19 დაუდასტურდა – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სახელმწიფო მეთაური თავს კარგად გრძნობს და მოვალეობის შესრულებას დისტანციურ რეჟიმში, თვითიზოლაციაში გააგრძელებს“, – აცხადებს ადმინისტრაცია.


ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 251 ათასს აჭარბებს.