უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, რუსული რაკეტა უკრაინის ქალაქ დნიპროში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.
მან Telegram-ის არხზე დაბომბილი შენობის ფოტო გამოაქვეყნა. ის წერს, რომ ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.
როგორც ტიმოშენკო ამბობს, ცხრასართულიანი შენობიდან 15 ადამიანი გამოიყვანეს. მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.
დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად დაშავდა სულ მცირე 10 ადამიანი.
„მათგან ორი ბავშვია. სამი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. ყველა ახლა საავადმყოფოშია“, – განაცხადა რეზნიჩენკომ.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, რამდენი ადამიანია კიდევ ნანგრევების ქვეშ და არიან თუ არა დაღუპულები ამის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.