უკრაინის საელჩო: გაკვირვებით ვუყურებთ შიდა დისკუსიებს „ომის პარტიებსა“ და „მეორე ფრონტზე“

პუბლიკა

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა გაკვირვებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე შიდა დისკუსიებს „ომის პარტიებსა“  და „მეორე ფრონტზე“.

„გაკვირვებით ვუყურებთ საქართველოში შიდა დისკუსიებს, როდესაც საუბრობენ „ომის პარტიებზე” და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე. ჩვენ გვიკვირს, ვინაიდან უკრაინას არ დაუწყია ომი რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ რუსეთის ფედერაცია დაგვესხა თავს. გვიკვირს, რადგან 24 თებერვლის შემდეგ სხვა პარტია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამარჯვების პარტია, ამას ყოველდღე აჩვენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, უკრაინელი ხალხი, უკრაინის პრეზიდენტი“, – განაცხადა კასიანოვმა.