უკრაინის საელჩოში ერთობის დღის აღსანიშნ ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე დაესწრნენ.
ღონისძიებაზე აღმართეს უკრაინის დროშა და გაჟღერდა უკრაინის ეროვნული ჰიმნი.
დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლაში განაცხადა, რომ შემაშფოთებელია, 21-ე საუკუნეში ისეთი მასშტაბური სამხედრო მობილიზაცია, როგორიცაა უკრაინის საზღვართან.
მისივე შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსეთის დუმის გუშინდელი გადაწყვეტილება, მიემართა პუტინისთვის უკრაინის განუყოფელი ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით. ზალკალიანმა ეს ნაბიჯი დაგმო.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი საქართველო უკრაინის გვერდითაა, სოლიდარობასა და სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცა უკრაინელ ხალხს ერთიანობის დღე და მათ მშვიდობა და მხნეობა უსურვა.
მან გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დროშის აღმართვის ცერემონიალს საელჩოში პარლამენტის ვიცე-სპიკერი და საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე დაესწრებოდა.
უკრაინაში ერთიანობის დღე აღინიშნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, მიმდინარეობს მსვლელობები მშვიდობისთვის.
14 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა, სადაც მან აღნიშნა, იყო ცნობები იმის შესახებ, რომ 16 თებერვალს რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა. ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა.