უკრაინის საელჩოსთან აქციის მონაწილემ რუსული პასპორტი დაწვა

პუბლიკა

თბილისში უკრაინის საელჩოსთან აქციაზე რუსეთის მოქალაქემ რუსული პასპორტი დაწვა.

„რუსეთის მოქალაქე ვარ და მრცხვენია. მე უარს ვამბობ რუსეთის მოქალაქეობაზე და არ მინდა რუსული პასპორტი“, – უთხრა ჟურნალისტებს ანტონ მიხალჩუკმა .

დღეს თბილისში, უკრაინის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.