უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ის თურქეთის ქალაქ ანტალიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს და რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა.
სიბიგამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და სენატორს შეხვდა, რათა მათთვის გაეცნო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხედვა შემდგომი სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ და „კრიტიკული კვირის განმავლობაში პოზიციების კოორდინაციისთვის“.
„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯების ლოგიკა და გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი მიდგომები“, — დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.
მისივე განცხადებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მტკიცე და თანმიმდევრული ერთგულება პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ. სიბიგას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა უკრაინის კონსტრუქციულ ნაბიჯებს ანალოგიურად უპასუხოს.