უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ხელისუფლებას მისი უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო. ის ამ ეტაპზე სამედიცინო ცენტრში „ვივამედში“ იმყოფება.

უკრაინის მოქალაქის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, გაუწიოს მას სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დააკმაყოფილოს მიხეილ სააკაშვილს სასჯელის გადავადების თხოვნა, რომ მოხდეს მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მისცეს წვდომა უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს, დმიტრო ლუბინეცს სააკაშვილთან კომუნკაციის საშუალება. უკრაინა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, კერძოდ, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის, რომელიც უნდა გათავისუფლდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.