უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამით გაშვებული 119 რუსული დრონიდან 73 ჩამოაგდეს

პუბლიკა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ ღამით გაშვებული 119 საბრძოლო დრონიდან 73 ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დამატებით 37 დრონი დაკარგულად გამოცხადდა.

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები ორელის, მილეროვოს, კურსკის, ბრიანსკის, პრიმორსკო-ახტარსკის და ოკუპირებული ყირიმის ჩაუდას რაიონიდან გაუშვეს.

დრონები ჩამოგდებულია ხარკოვის, პოლტავას, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და მიკოლაივის ოლქებში.