უკრაინული მედია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ კიევის ოლქში რუსეთის ძალებმა საზღვარი გაარღვიეს.
კიევის ოლქი ბელარუსის ტერიტორიას ესაზღვრება. სამსახურში აცხადებენ, რომ მტრის სამხედრო ტექნიკა „ვილჩას“ გამშვები პუნქტიდან შევიდა.
„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ სასაზღვრო ქვედანაყოფები, სიტუაციიდან გამომდინარე, გადანაწილებულია სათადარიგო პოზიციებზე და მოქმედებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით“.