„უკრაინის მახლობლად რუსულმა შენაერთებმა “თავდასხმის პოზიციები” დაიკავეს“, – ამბობს აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პირი CBS-თან საუბრისას.
მისი თქმით, რუსეთმა საცეცხლე პოზიციებე გადაიტანა შორი მოქმედების საარტილერიო და სარაკეტო დანადგარები.
ამავე წყაროს ცნობით, რამდენიმე რუსული ქვედანაყოფი „თავდასხმის პოზიციებზე” გადაადგილდება.
„გვითხრეს, რომ თავდასხმის დღე 16 თებერვალს იქნება, ჩვენ ამ დღეს ერთიანობის დღედ ვაქცევთ. ბრძანება უკვე ხელმოწერილია. ჩვენ ავაფრიალებთ სახელმწიფო დროშებს და დავიბნევთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და დავანახებთ მსოფლიოს ჩვენს ერთობას”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გავცელებულ სპეციალურ მიმართვაში.