უკრაინაში სასაზღვრო პუნქტზე მცველებმა ჰიდროკოსტუმში გამოწყობილი კაცი დაიჭირეს, რომელსაც უკრაინიდან რუმინეთში საზღვრო მდინარის გავლით სამედიცინო პირბადეები გადაჰქონდა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ხუთშაბათს გაავრცელა.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სამედიცინო ნიღბების კონტრაბანდირება უფრო და უფრო პოპულარული ხდება, პანდემიის შედეგად გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე.
უკრაინამ შიდა რესურსების მობილიზების მიზნით სამედიცინო პირბადეების ექსპორტი აკრძალა.
სასაზღვრო დაცვამ 29 წლის მამაკაცი, რომელიც პირბადეების რუმინეთში გადატანას ცდილობდა, დღეს მდინარე ტისადან ამოსვლის დროს შენიშნა. მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმცა დაცვის მიერ გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, იგი სასაზღვრო დაცვის სამსახურს ჩაჰბარდა.
უკრაინაში დღეის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 16, ხოლო ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვეაა გამოვლინდა.
წყარო: Reuters