უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ - მედია

პუბლიკა

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

„ხერსონი უკრაინას უბრუნდება, შეიარაღებული ძალები ქალაქში შედიან. უკან დახევის მარშრუტები უკრაინის არმიის კონტროლქვეშაა. ყველა რუსი ჯარისკაცი, რომელიც წინააღმდეგობას გასწევს, განადგურდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრო ქალაქში დარჩენულ რუს ჯარისკაცებს ჩაბარებისკენ მოუწოდებს.

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ქალაქ ხერსონიდან და ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე დაკავებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა.

შოიგუმ გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების მეთაურისგან სერგეი სუროვიკინისგან მოისმინა, რომ ჯარის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის მიზანშეწონილი იქნება ხერსონიდან უკან დაიხიონ და მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გამაგრდნენ.