უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დაიბრუნეს ხარკივის რეგიონში 30-მდე დასახლებულ პუნქტზე.
„ჩვენი არმია, უკრაინის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე ოპერატიული მიმართულებით წარმატებით აგრძელებს აქტიურ მოქმედებას“ ,- აღნიშნა უკრაინის პირველმა პირმა.
მისივე თქმით, ეტაპობრივად მყარდება კონტროლი ახალ დასახლებებზე და ყველგან უკრაინის დროშას აბრუნებენ.
„მადლობა ჩვენს ბიჭებსა და გოგოებს, კაცებსა და ქალებს, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან!“, – წერს ზელენსკი.