ბათუმში უკრაინის სოლიდარობის აქციაზე დააკავეს ირაკლი კუპრაძე და 4 აქტივისტი - „ლელოს“ პრესსამსახური

პუბლიკა

პარტია „ლელოში“ „პუბლიკასთან“ ადასტურებენ, რომ ბათუმში უკრაინის სოლიდარობის აქციაზე პარტიის პოლიტსაბჭოსა და საკრებულოს წევრი ირაკლი კუპრაძე მთავრობის სახლთან დააკავეს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ირაკლი კუპრაძესთან ერთად დაკავებულია 4 ადამიანი. მათგან ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია.

როგორც „პუბლიკასთან“ პარტიის პრესსამსახურში ამბობენ, აქტივისტებმა ევროპის მოედნიდან მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს შეძახილებით – „პუტინ *უილო!“, „რუსულო ხომალდო, იდი ნა *ხუი“ და ა.შ. და სავარაუდოდ, დაკავების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა დაკავებულთა რაოდენობის შესახებ. უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაციას დაზუსტების შემდეგ მოგვაწვდიან.