უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის შეჭრის დაწყებიდან გაანადგურა 80-მდე ტანკი, 516 ერთეული სხვადასხვა სახის საბრძოლო ჯავშანმანქანა, 7 ვერტმფრენი, 10 თვითმფრინავი, 20-მდე ფრთოსანი რაკეტა, 100-ზე მეტი მანქანა-დანადგარი და მტრის 2800-ზე მეტი ჯარისკაცი.
მათი ცნობით, რუსეთი აგრძელებს საავიაციო და საარტილერიო დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ტერიტორიული თავდაცვის ძალებთან ერთად ახერხებს კიევისა და ადრე განსაზღვრული საზღვრების დაცვას.