უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და უკრაინის ბანკების ვებგვერდები გათიშულია - უკრაინული მედია

პუბლიკა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალებისა და ბანკების ვებგვერდები გათიშულია. ინფორმაცია უკრაინული მედიით ვრცელდება. Украинская правда მთავრობის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქმე ეხება ძალიან ძლიერ კიბერშეტევას.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო twitter-ზე გამოეხმაურა მომხდარს. სამინისტროს განცხადებით, ვებგვერდი გათიშულია კიბერშეტევის გამო.