უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსული სამხედრო თვითმფრინავი თავდაპირველად შეფრინდა უკრაინის საჰაერო სივრცეში, ჰოროდიშჩესა და ტუმენის დასახლებების თავზე, შემდეგ კი გაბრუნდა ბელარუსის მიმართულებით და ბელარუსში კოპანის დასახლების მიმართულებით გახსნა ცეცხლი. ასევე რუსულმა თვითმფრინავმა დაბომბა ორი დასახლება ბელარუსში ბუხლიჩი და ვერხნი ტერებეჟი.
კიევში მომხდარს პროვოკაციად აფასებენ და აცხადებენ, რომ რუსეთი ცდილობს ომში ბელარუსის ჩართვისთვის წინაპირობა შექმნას.
დღეს ბელარუს ხალხს მიმართა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმაც და მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ გააფრთხილა. რეზნიკოვის თქმით, რუსეთი გეგმავს უკრაინის საჰაერო სივრცის გავლით ბელარუსზე თავდასხმებს და მოუწოდა ბელარუს ხალხს, რომ არ გაჰყვნენ მათ ომში.