BBC უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა დაბომბა სკოლა, სადაც 400 ადამიანი აფარებდა თავს. ამის შესახებ მარიუპოლის საქალაქო საბჭო აცხადებს.
შენობა დაინგრა და ხალხი ნანგრევების ქვეშ იმყოფება. ოფიციალური პირების თქმით, სკოლაში ქალები, ბავშვები და მოხუცები იმყოფებოდნენ.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
BBC წერს, რომ მარიუპოლთან კომუნიკაცია წარმოუდგენლად რთულია და ინფორმაციის დაზუსტებას ვერ ახერხებს.