უკრაინული მხარის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე 12 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

პუბლიკა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 8 მარტის დილის 9 საათის მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ (24 თებერვლიდან) დაიღუპა 12 000 რუსი ჯარისკაცი.

მათივე თქმით, უკრაინის სამხედროებმა გაანადგურეს 1 036 ჯავშანტრანსპორტიორი; 474 მანქანა; 303 ტანკი; 120 საარტილერიო სისტემა; 60  საწვავის ავზი-ცისტერნა; 56 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა; 80 ვერტმფრენი; 48 თვითმფრინავი; 27 საზენიტო საბრძოლო სისტემა; 7 უპილოტო საფრენი აპარატი და 3 კატარღა.