უკვე მერამდენედ, საქართველოს გათავისუფლება სამეგრელოდან იწყება - სააკაშვილის მიმართვა ზუგდიდელებს

პუბლიკა

ზუგდიდში მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე შეკრებილ ხალხს საქართველოს  მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვა წაუკითხეს:

„როდესაც საქართველოში დავბრუნდი პირველად ჩემი დედულეთის, ჩემი სამარგალოს ჰაერი ჩავისუნთქე, ეს იყო ნისლიანი ჰაერი პალიასტომის ტბისა, ჰაერი ჯადოსნურად ლურჯი ტობავარჩხილის, ჰაერი მაცოცხლებელი ლუგელასი, ჰაერი ხიბულასი, რომელმაც გულში ჩაიკრა ჩვენი პირველი პრეზიდენტი, ჰაერი გოროზი ნოქალაქევის, ჰაერი დიდი კონსტანტინეს პატარა აბაშის, და რა თქმა უნდა ჰაერი ჩემი საამაყო ანაკლიის და რა ლეგენდარული რუხისციხის.

ჰაერი იმ მხარის, სადაც ყველა კუთხე კუნჭული ფეხით ბევრჯერ მაქვს შემოვლილი, თავისუფლების ეს ჰაერი ჩემი ციხის დაბურილ ფანჯარასიც კი აღწევს. ის მოჰქრის ჩემი საყვარელი ჩელას მხარიდან, ყოველთვის მაოცებდა ამ მხარის, უძველესი კოლხების სილამაზე და სიმამაცე.

და უკვე მერამდენედ საქართველოს გათავისუფლება სამეგრელოდან იწყება.

იცით ამ ჰაერს კიდევ რა ჰქვია, ეს თავისუფლების ჰაერია. ვიცი, რომ თქვენ იქნებით იმ კოლონის სათავეში, რომელიც სრულიად საქართველოს გაათავისუფლებს და გამათავისუფლებს მეც…” – წერს მიხელ სააკაშვილი.

“მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ვინაიდან მინდოდა ლაზიკა, მინდოდა მდიდარი საქართველო, მინდოა მომეცა თქვენთვის წარმატება და მომავალი. ლაზიკა აუცილებლად აშენდება…

მე თქვენიანი ვარ და როდესაც საკუთარი ნებით სევდიოდი პიტინის და იავნიშვილის ციხეში, კარგად მახსოვდა, რომ ჩვენ ცოტნე დადიანის შთამომავლები ვართ…

მიყვარხართ, მალე შეხვედრამადე გამარჯვებული საქართველოს დედაქალაქში” – მიმართა სააკაშვილმა ზუგდიდელებს.