უკვე შესაძლებელია, გადაიდგას ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნისთვის - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ შესაძლებელია, უკვე გადაიდგას ნაბიჯი, თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით.

„მოგეხსენებათ, რომ თეთრიწყაროს რაიონში საკმაოდ მძიმე შეზღუდვებია დაწესებული. ბოლო ინფიცირების შემთხვევა ჩვენ გვქონდა 22 მაისს. 22 მაისიდან 4 ივნისამდე, დღევანდელ დღემდე ერთი ინკუბაციის პერიოდი გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება ბოლო 14 დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს ერთი ინკუბაციის პერიოდში არცერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა“, – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ პერიოდში თეთრიწყაროს რაიონში 449-ზე მეტი ტესტირება ჩატარდა და ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია უკვე გადავდგათ ნაბიჯი, თეთიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით, თუმცა ამავე დროს, რა თქმა უნდა, თეთრწყაროელებს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალური სიფრთხილე და დავიცვათ ერთმანეთი და ვიყოთ ძალიან ფხიზლად, ფრთხილად, იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს კიდევ მსგავსი მძიმე შეზღუდვების დაწესება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.