„უკვე სრულად წოლით რეჟიმზეა, მეც მწოლიარე დამხვდა პალატაში“ - ადვოკატი სააკაშვილზე

პუბლიკა

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით,  სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ის სრულად წოლით რეჟიმზეა გადასული.

„ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ, ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუარესებული. როგორც მან მითხრა ის არის, უკვე სრულად წოლით რეჟიმზე, მეც დამხვდა მწოლიარე პალატაში. ამიტომ ჩვენს შორის კომუნიკაცია შედგა ასეთ მდგომარეობაში. მე არ ვიცი სამედიცინო ჩვენებები ან ანალიზის პასუხები, თუმცა როგორც ადვოკატისთვის, ცხადია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე დღეა მიხელ სააკაშვილი აქ არის, ჩემი შეფასებით, პოზიტიური ძვრები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ შეიმჩნევა.

ამჟამად ველოდებით კიდევ ერთხელ ექსპერტების დაშვებას, იმიტომ, რომ მათ უნდა შეაფასონ ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სამედიცინო კუთხით და შეაფასონ მკურნალობა რამდენად არის ეფექტური. ამ მდგომარეობაში მე ვერ წარმომიდგენია, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესში მონაწილეობა მოახერხოს, იმიტომ, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, მისი მდგომარეობა არის გაუარესებული” , – ამბობს შოთა თუთბერიძე.