„ლეიბორტისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კადიდატების წარდგენისას ქალ კანდიდატებს „გემრიელი და ულამაზესი ლუკმა“ უწოდა. ნათელაშვილმა სექსისტური წარდგენისას კაცებისგან განსხვავებით ქალების მხოლოდ გარეგნულ მახასიათებლებზე გაამახვილა ყურადღება.
„და გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის. სამ უმშვენიერეს გოგონას, ახალგაზრდას ვასახელებთ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად – ონში მარიამ გოჩალეიშვილს, თელავში – თამარ მენაბდიშვილს, მანგლისში თათია მაისურაძეს. მარტო ამ სილამაზის გამო მოგვცემენ ხმას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. მან ასევე დაასახელა პარტიის მაჟორიტარობის 10 კანდიდატი.