ულტრამემარჯვენე „ალტ ინფოს“ ორგანიზებით Eagle Hills-ის პროექტების წინააღმდეგ საპროტეტსო აქცია გაიმართა

პუბლიკა

ულტრამემარჯვენე „ალტ ინფოს“ ორგანიზებით Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ საპროტეტსო მსვლელობა მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მარშით სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართებიან. თავდაპირველად აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

არაბული კომპანია „იგლ ჰილსი“ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეთანხმებით თბილისსა და გონიოში ორი გიგანტური პროექტის განხორციელებას გეგმავს. კომპანიის წარმომადგენელთა ცნობით, კომპანია 6 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. კერძოდ, „იგლ ჰილსი“ საქართველოში ორ გიგანტურ პროექტს განახორციელებს: თბილისში, კრწანისში – 600 ჰექტარზე ახალი „მწვანე ქალაქის“ და ბათუმში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე – 250 ჰექტარზე „პრემიუმ კლასის ტურისტული კურორტი“.