უმაღლესებში პრაქტიკასთან დაკავშირებული სწავლების აღდგენა განიხილება - მეზვრიშვილი

პუბლიკა

“ვმსჯელობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უმაღლესი სასწავლებლებისთვის ფიზიკურად მხოლოდ ისეთი სწავლების დაშვება, რომელიც დაკავშირებულია პრაქტიკულ საქმიანობასთან – მაგალითად ლაბორატორიულ კვლევებთან”. – ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი.

მისი თქმით ეს გახლავთ ისეთი ტიპის სწავლება, რომელიც კვლევებში ფიზიკური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. “ეს დღის წესრიგში დგას და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვმსჯელობთ”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილი ასევე ამბობს რომ მთელი რიგი  ფაქტორების გათვალისწინებით,  სექტემბრამდე სწავლის  აღდგენის საკითხი დღეს არ განიხილება.

“ჩვენთან ოჯახის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ ხშირად, ერთ ოჯახში, ფაქტობრივად რამდენიმე თაობა ცხოვრობს, სკოლაში თუ უნივერსიტეტებში მოსწავლეებისა და სტუდენტების სიარული, რომლებიც შემდგომ ამ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ, რა თქმა უნდა დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან” – ამბობს მეზვრიშვილი.