უმჯობესია ახლა დაეხმაროთ უკრაინას, ვიდრე მერე სხვა ქვეყნებისთვის დაიწყოთ მისი მოძიება - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ G7-ის ქვეყნების ლიდერებს მიმართა და მოუწოდა, რომ დაეხმარონ უკრაინას იმ შეიარაღებით, რაც მათ სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზელენსკის თქმით, მათ მოგვიანებით ამ შეიარაღების მოძიება უკვე სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის მოუწევთ.

„უმჯობესია, ახლა დაეხმაროთ უკრაინას იმ იარაღით, რაც ნამდვილად გვჭირდება, ვიდრე შემდეგ დაიწყოთ იარაღის მოძიება სხვა ქვეყნებისთვის – საქართველოსთვის, მოლდოვასთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის, პოლონეთისა და შუა აზიის ქვეყნებისთვის.

რაც უფრო მალე მოხდება ის, რასაც ვითხოვთ, მით უფრო სწრაფად დაისადგურებს მშვიდობა აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ჩვენს ინტერესშია, ეს თქვენს ინტერესშია. ეს არის ყველა დემოკრატიის ინტერესში. თავისუფლება უნდა იყოს შეიარაღებული. სიცოცხლემ უნდა დაამარცხოს სიკვდილზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.