უმკაცრესად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით - EUMM საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე

პუბლიკა

სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გამოეხმაურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საქართველოში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებაში ადასტურებს სოფელ კირბალის სიახლოვეს სროლას, საქართველოს მოქალაქის მამირთულებით.

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება. რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.

მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას და ვმუშაობთ დაძაბულობის განმუხტვისათვის, მათ შორის, სროლის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის აქტიური გამოყენების გზით, “- ნათქვამია EUMM-ის განცხადებაში.