ხელოვნური ინტელექტის ღრუბლოვანი კომპანია Firebird, უმსხვილესი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია NVIDIA-ს მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ხელოვნური ინტელექტის ცენტრს ქმნის.
კერძოდ, Firebird გეგმავს, სომხეთში ააშენოს ქარხანა, რომელიც აღიჭურვება ათასობით NVIDIA Blackwell GPU-ით, რაც სომხეთში პირველ მაღალი სიმძლავრის მონაცემთა ცენტრს შექმნის, რომლის ელექტროსიმძლავრე 100 მეგავატს გადააჭარბებს.
პროექტი $500-მილიონიან ინვესტიციას ითვალისწინებს.
ქარხნის გახსნა 2026 წლისთვის არის დაგეგმილი.
პროექტი ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის კვლევას, განათლებას, სტარტაპებს და ბიზნეს ინოვაციებს.
ის ასევე შექმნის მაღალტექნოლოგიურ სამუშაო ადგილებს, დაეხმარება ადგილობრივ კომპანიებს, და სომხეთს გლობალურ ტექნოლოგიურ პარტნიორებთან დააკავშირებს. სომხეთში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ პროექტი ორივე ქვეყანას წაადგება.
სომხეთის ოფიციალური პირების თქმით, ეს დიდი ნაბიჯია სომხეთის ტექნოლოგიური მომავლისა და ეკონომიკისთვის.
NVIDIA-მ კვლევითი ცენტრი ერევანში 2022 წლის აპრილში გახსნა. მისი ძირითადი ძირითადი საქმიანობა GPU-თი დაჩქარებული კვლევა, სიმულაცია, ხელოვნური ინტელექტი და Omniverse-ის განვითარებაა.