უმორჩილესად ვთხოვ ეკლესიას, მოუწოდონ ხალხს, სხვა ფორმატით ჩატარდეს აღდგომა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი საპატრიარქოს სთხოვს, მოსახლეობას  მოუწოდონ, აღდგომა სხვა ფორმატში ჩატარდეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედთან” საუბრისას განაცხადა.

“ამბობენ, რომ ეკლესიებში დაცული იქნება ორმეტრიანი დისტანცია, მაგრამ დარწმუნებული იყავით რომ ვერ იქნება დაცული, როდესაც მასობრივი თავშეყრა იქნება”. – ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, გარდა 336 დადასტურებული შემთხვევისა, გვყვავს გამოუვლენელი, დაუდგენელი ინფიცირებულები. რომლებიც გადამდებნი არიან.  “და სწორედ ეკლესიებში გვექნება გადადების დიდი ალბათობა, დიდი რისკი  ამ დღეების განმავლობაში.”

“მინდა უმორჩილესად ვთხოვო საქართველოს ეკლესიას, ყველაზე უფრო პატივცემულ, მაღალრეიტინგულ ინსტიტუციას, და ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ მოუწოდოთ მოსახლეობას, რომ წლევანდელი აღდგომა სხვა ფორმატით ჩავატაროთ”.  – მიმართავს გამყრელიძე საპატრიარქოს.