​„ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?" — მეგრელიშვილის სექსისტური განცხადება კვოტებზე 

პუბლიკა

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტის განხილვისას პარლამენტში მორიგი სექსისტური განცხადებით გამოვიდა:

„პოლიტიკა არის ისეთი სფერო, რომელიც ჩემდა სამწუხაროდ… მე ახლა მაგრად გამისწორდებოდა, რომ უმრავლესობა ქალები იყოთ. მე, როგორც ამ პროფესიით მოხიბლული ადამიანი, ბევრად უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან… არ არის, რა ვქნა?! ძალით ხომ ვერ მოვიყვან? ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა, ხომ სხვა სახელს დამარქმევდით, არა? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ? იმის თქმა მინდა, რომ ქალებს პროფესია მართლა ნაკლებად აინტერესებთ, ვიდრე კაცებს და არ გამოვრიცხავ, საქართველოს შემთხვევაში, სადაც ასეთი დაძაბული, ნევროზული, უსამართლო დამოკიდებულებაა პოლიტიკოსების მიმართ, ქალებს კიდევ უფრო ნაკლებად უნდოდეთ ამ სფეროში მონაწილეობა“, – განაცხადა მან.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს. პროექტი „გირჩის“ ინიციირებულია და მას საპარლამენტო უმრავლესობაც უჭერს მხარს.

პარლამენტი დღეს მას პირველი მოსმენით უყრის კენჭს. დაჩქარებული წესით განხილული პროექტს მიმდინარე სასესიო კვირაში მიიღებენ.