უმრავლესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას უჭერს მხარს – NDI

პუბლიკა

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას უჭერს მხარს.

ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. შეკითხვაზე, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, 66% პასუხობს, რომ „უნდა შემოიღოს“, 23%-ის პასუხია – „არ უნდა შემოიღოს.“

სავიზო რეჟიმის შემოღებას ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, კაცები და უფროსი ასაკის მოქალაქეები არ უჭერენ მხარს.

აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, მარტის კვლევაში კი +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეარჩიეს.