უმრავლესობისთვის მთავარი პრობლემა სიღარიბე და პოლიტიკური არასტაბილურობაა — კვლევა

პუბლიკა

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მთავარ პრომებად უმუშევრობას, სიღარიბეს, პოლიტიკურ არასტაბილურობას, ინფლაციას, კორუფციას მიიჩნევს.

კვლევაში „კავკასიის ბარომეტრი” კითხვაზე, თქვენი აზრით, რა არის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საქართველოში? – პასუხები ასე განაწილდა:

  • უმუშევრობა – 26%
  • სიღარიბე – 13%
  • პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოში – 10%
  • ფასების ზრდა / ინფლაცია – 7%
  • ჯანდაცვა არ არის ხელმისაწვდომი – 6%
  • დაბალი ხელფასები – 5%
  • ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფის სირთულე – 5%
  • მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტები – 4%
  • დაბალი პენსიები – 4%
  • კორუფცია – 3%
  • განათლების დაბალი ხარისხი – 3%
  • ემიგრაცია (ხალხის გამგზავრება საქართველოდან) – 2%
  • ადამიანის უფლებების დარღვევები – 2%
  • სასამართლოები არ არის სამართლიანი – 2%
  • არჩევნები არ არის სამართლიანი – 1%
  • ნატო-ში (არ)გაწევრიანება (ნატოს წევრი ქვეყანა რომ არ ვართ) – 1%
  • სხვა – 6%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე – 1%

კვლევა „კავკასიის ბარომეტრი” ორგანიზაცია CRRC-იმ ჩაატარა.

კვლევის საველე სამუშაოები 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1 509 რესპონდენტი – საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა. გამოკითხვის მეთოდი – კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI)