პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ემიგრანტებისა და უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მისი თქმით, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანია, რომელიც ქვეყნიდან გასულია და პლუს, ქვეყნის შიგნით უმუშევარია. საქართველოში კი 2 მილიონ სამუშაო ადგილის შექმნას ათწლეულები დასჭირდება. ამიტომ, მოკლევადიან პერიოდში მას გამოსავლად ამ ადამიანების გადამზადება და საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმება ესახება.
მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანასთან. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ინტერვიუდან:
„უმუშევრობა არის საქართველოს მთავარი პრობლემა. გუნდშიც ბევრი დრო დამჭირდა, რომ დამერწმუნებინა, რომ ამ მიმართულებით უნდა განვვითარდეთ: რეალობიდან უნდა გამოვიდეთ და არა ეიფორიულად ვიძახოთ, რომ უმუშევრობას აღმოვფხვრით, ჩვენ ყველას დავასაქმებთ, ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენს ემიგრანტებს, მუდმივად ვამბობთ… ეს არ არის მარტივი პროცესი.
საშუალოდ, რამდენიც გასულია და შიგნით უმუშევარი რაცაა, 2 მილიონი ადამიანი მოითვლება. კარგი ეკონომიკისა და კარგი კოორდინაციის შემთხვევაში, საშუალოდ 50 000 სამუშაო ადგილი შეიძლება შეიქმნას საქართველოში. ნახეთ, რამდენი წელიწადია – 2 მილიონი [ადამიანი] და 50 000 [სამუშაო ადგილი]. ე.ი. ათწლეულები სჭირდება ამას, რომ ჩვენ ყველანი დავასაქმოთ საკუთარ სამშობლოში.
უამრავი ქართველი დღეს საშოვარზე გადაგებული არის საზღავრგარეთ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი დასაქმებულია არალეგალურად.
ჩემი ინიციატივა იყო ეს და მამუკა ბახტაძესთან ერთად ამას განვიხილავდით, სპეციალურად გუნდიც ჩამოვაყალიბეთ. ჩვენ შეგვიძლია და უკვე აქტიურად ვმუშაობთ ამაზე რამდენიმე თვეა, ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან, როგორც სახელმწიფომ, ვაფორმებთ კონტრაქტებს და მივდივართ ამაზე, რომ შევავსოთ ის დეფიციტი, რაც ევროპელებს აქვთ. ევროპელებს აქვთ სამუშაო ადგილები, აკლიათ სამუშაო ძალა. ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა.
გაიხსენეთ პოლონეთი, ბალტიისპირეთის 3 ქვეყანა, ბულგარეთი – ისეთივე დაცლილია, როგორც საქართველო. პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ამ პრობლემებს ეკონომიკური განვითარება დააწიონ. სხვაობა ეკონომიკური ევროკავშირის წევრს ქვეყნებს შორისაც არის, შესაბამისად, სადაც მაღალი ხელფასია, იქ გადაედინება მუშახელი, არ აქვს სამუშაო ადგილი და იქ ნახულობს და ა.შ. მაგრამ ეს ხდება ცივილიზებულად და ისინი არ არიან ღირსებაშელახულები. ლიტველი რომ მიდის გერმანიაში სამუშაოდ, ჯდება ტრანსპორტზე და როცა უნდა ბრუნდება უკან და მოწყვეტილი არ არის სამშობლოს.
ჩვენც გაგვიკეთებია პოლიტიკური განცხადებები, რომ დაიცალა ქვეყანა და ამას მივაწერდით პოლიტიკურ გუნდს, დღეს ისინი აკეთებენ განცხადებებს და მოგვაწერენ ჩვენ, რომ იცლება ქვეყანა…
პრობლემა ისაა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია არალეგალად, შესაბამისად სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, ნათესავებთან და ოჯახთან ურთიერთობის პრობლემაა და არიან ღირსებაშელახულები, შეიძლება ითქვას.
ამაზე დავიწყეთ ძალიან აქტიურად და რამდენიმე ასეულს გერმანიაში ლეგალურად შემდეგ გაზაფხულზე მოვახერხოთ და გავიშვათ სეზონურ სამუშაოზე. ორ-სამ წელიწადში, პრინციპში ეს არის დალაგებადი – ჩვენ ხელშეკრულებები გავაფორმოთ და განათლების რეფორმასთან ერთად… განათლების რეფორმის პარალელურად, რომელშიც იგეგმება, რომ ჩვენ უამრავი პროფესიული სასწავლებელი უნდა გავხსნათ ყველა კუთხეში, რომ გადამზადება მოვახერხოთ ხალხის. ბევრი მიმართულებით, ჩვენ შიგნითაც აღარ გვყოფნის სამუშაო ძალა, რომ იცოდეთ.
რაც მთავარია, ის ყველაზე დიდი რესურსი, რაც გარეთ არის გასული, და რომლებიც არიან არალეგალად დასაქმებული, თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ქვეყნებთან – გერმანია, საფრანგეთი, და სხვა განვითარებული ქვეყნები, ასევე სკანდინავიის ქვეყნებში უფრო რთულია, მაგრამ იქ კიდევ უფრო მაღალია ანაზღაურება, ისრაელთანაც ამას ვახერხებთ, ლეგალურად გადავამზადებთ პროფესიებში აქ, ჩვენ სასწავლებლებში, უფასოდ და რაც სჭირდებათ ზუსტად [იმაში], მინიმალური ენაც 2-3 თვეში და მივავლენთ სამუშაოდ. იაფ რეისებს გავზრდით, 30-35 ევროდ შეიძლება, რომ პარიზიდან ჩამოხვიდე თბილისში, ქუთაისში. და აღსდგება ის, რაც დღეს არის დანგრეული და რაც აწუხებს მოქალაქეებს. ჯერ ღირსეულად ჩავა, იქ არავის არ დაემალება, და არაფერი დამამული და ფარული და მოპარული არ ექნება, გაფორმებული იქნება კონტრაქტი და დასაქმდება ოფიციალურად. და იაფი რეისებით, თუ კვირაში ერთხელ არა, თვეში ერთხელ მაინც მინიმუმ თავისუფლად შეეძლება ჩამოვიდეს და ნახოს თავისი ოჯახი და მოეფეროს თავის საყვარელ სამშობლოს.
თითქოს საამაყო არაა, ესა – როგორ გარეთ გაჰყავს ხალხი, მაგრამ რეალობა ესაა, 2 მილიონ სამუშაო ადგილს საქართველოში ვერც 10 წელში და ვერც 20 წელში ვერანაირი ეკონომიკა ვერ შექმნის, ამიტომ სპეკულაციებს თავი უნდა დავანებით და ხალხს ღირსება უნდა დავუბრუნოთ.
ჩვენ თუ ამას მოვახერხებთ, შედარებით ღარიბ ქვეყნებში გახიზნული ჩვენი მოქალაქეები შეიძლება შემობრუნდნენ, ლეგალურად პასპორტები განაახლონ, და უფრო მაღალანაზღაურებად ქვეყნებში წავიდნენ და დასაქმედნენ.
მე ვფიქრობ, რომ 2 -3 წელში, გარანტიებს ვერ ვიძლევი, მაგრამ აბსოლუტურად რეალურია, რომ მუვიღოთ ბალანსი. ვისაც სად უნდა იქ უმუშაოს, ოღონდ იმუშაოს ღირსეულად… ამის გამოყენება ჩვენ მოგვიწევს რამდენიმე ათეული წელი, შემდგომ ბალანსი დადგება, ქართველი სამშობლოს დაუბრუნდება…
ამავდროულად, უნდა გავნაგრძოთ ქვეყნის განვითარება, ეკონომიკის განვითარება, რომ დავაწიოთ დემოკრატიას“, – განაცხადა ივანიშვილმა.