UN: პუტინი დათანხმდა აზოვსტალიდან ევაკუაციაში გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობას

პუბლიკა

გაეროს მიერ გავრცელებული განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „პრინციპში” დათანხმდა გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართულობას აზოვსტალის ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 26 აპრილს მოსკოვში შეხვდნენ.

საკითხს, თუ როგორ უნდა მოხდეს ევაკუაცია, გაეროს ჰუმანიტარული საკითხთა კოორდინაციის ოფისი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განიხილავს.