გაეროს ანგარიშის თანახმად, უკრაინაში რუსეთის თავდასხმებს, სულ მცირე, 184 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 856 — აგვისტო უკრაინაში ყველაზე სისხლიანი თვე იყო 2024 წლის განმავლობაში.
გაეროს ანგარიშისვე თანახმად, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში დაშავდა 24 614 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიღუპა – 11 743.
ანგარიშისვე მიხედვით, ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმებს დონეცკსა და ხარკოვში.
თავდასხმების შედეგად აგვისტოში რუსეთმა გაანადგურა 2 სამედიცინო და 13 საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო დააზიანა 28 სამედიცინო და 38 საგანმანათლებლო დაწესებულება.
ანგარიშში ხაზგასმულია რუსეთის შეტევა უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე, რამაც 15 რეგიონი დააზარალა.