საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მას უნდა აეღო პასუხისმგებლობა და გადამდგარიყო.
„ეს არის პირველ რიგში დიდი ტრაგედია. ეს იქცა პოლიტიკოსების პოლიტიკურ საკითხად, ჩვენი ხელისუფლებისათვის, პირადად ჩემთვის და ჩემი მეგობრებისათვის იქცა პოლიტიკურ პრობლემად და ვთვლი, რომ მე უნდა ვყოფილიყავი უფრო მტკიცე და მიმეღო თამამი გადაწყვეტილება იმ დროისთვის.
როგორც მინიმუმ, უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადავმდგარიყავი. ახლა მიჭირს ამაზე საუბარი. ეს საკითხი განიხილებოდა ჩემს მიერაც, ჩვენს ჯგუფში, ახლა არ მინდა სპეკულაციებზე საუბარი. სააკაშვილი და რამდენიმე ადამიანი განიხილავდა. პოლიტიკური ხელმძღვანელობა სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოსაზრებაზე იყო და ისე გადაწყდა როგორც გადაწყდა”, – ამბობს ვანო მერაბიშვილი.
როგორც ვანო მერაბიშვილი ამბობს, გირგვლიანის საქმე იმ რანგის იყო, რომ გამხდარიყო პოლიტიკური.