პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემб ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებიф.
„დასაკარგი დრო არ გვაქვს. ეს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა შესაძლებელია, ძალიან მალე დაიხუროს, სწორედ ამიტომ შექმნილი უმძიმესი კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.
ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი და ქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად, ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად. რა არის ჩვენი სტრატეგიული გეგმა? – მრავლაფეროვანი პოლიტიკური აქტივიობები და სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიება, ასევე, უწყვეტი ურთიერთობა მოქალაქეებთან“, – განაცხადა მან.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, ისინი მივლენ ყველა მოქალაქესთან და გააცნობენ ხედვას, დაარწმუნებენ ვადამდელი არჩევნების აუცილებლობასა და ევროპული არჩევანის მნიშვნელობაში.
ნიკა მელიამ ასევე განაცხადა, რომ სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია.