დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს. შეკითხვაზე, თუ რა ვადაში უნდა მოხდეს ეს, გამყრელიძე პასუხობს, რომ რთულია, მაგრამ შესაძლებელია, ეს მიმდინარე წელს მოხდეს. საამისოდ კი საჭიროა, „ყველამ ერთად მოინდომოს და იყოს დიდი სოლიდარობა საზოგადოებაში“.
„მე ძალიან მინდა, რომ მოსახლეობის 60% აიცრას წელს. შესაძლებელი ნამდვილად არის. რთულია, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის, ამიტომ ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ. აქ უნდა იყოს ძალიან დიდი სოლიდარობა საზოგადოებაში. უნდა როგორმე დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, იმიტომ რომ, ხაზს ვუსვამ, ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია. ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.
მაგალითები – აღარ არის ყვავილი. პოლიომიელიტი, რომელიც წლის განამავლობაში კლავდა 350 ათას ადამიანს, დღეს არის მხოლოდ ორ ქვეყანაში დარჩენილი და ავადაობა არის 100-150 ათასის ფარგლებში; წითელა, რომელიც კლავდა 5 წლამდე ბავშვებში დაახლოებით ნახევარ მილიონს ყოველწლიურად, დღეს ეს ჩამოცილებულია 100 ათასს, უკვე დიდი ხანია. ეს ყველაფერი გააკეთა ვაქცინაციამ, ვაქცინაციის გარეშე ჩვენ კოვიდს ვერ დავამარცხებთ, ამიტომ ყველა უნდა გავერთიანდეთ და ეს ყველამ კარგად გავითავისოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.