„უნდა გადადგეს ღარიბაშვილი, უნდა გადადგეს გოლემაური”, – ეს განცხადება დღეს სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენლებმა პარტია „ქართლი ოცნების” ოფისთან გააკეთეს. მათ საზოგადოებას მოუწოდეს, რომ გავიდნენ 6 საათზე დაგეგმილ აქციაზე. ისინი „TV პირველის” ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საკითხში პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ. გთავაზობთ მათ განცხადებებს:
ვატო წერეთელი, „TV პირველის” დამფუძნებელი:
„მე სამწუხაროდ, ვერ დავიცავი ჩემი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე… ბოდიშს ვიხდი მე მის ოჯახს. მე ვთვლი ჩემს თავს დამნაშავედ, მე ამ სახელმწიფოს იმედი არ მაქვს. ბოდიშს ვუხდი მის მეგობრებს, ნათესავებს, ქვეყანას, იმიტომ, რომ მე ვერ დავიცანი ჩემი თანამშრომლის სოიცოცხლე. მშობლებო გამოდით და დამიდექით გვერდზე… გამოდით და ერთად გავაპროტესტოთ ის უსამართლობა, ის ჩაქოლილი ბიჭი, რომელიც ამ ხელისუფლებამ ჩაქოლა”, – განაცხადა მან.
ნინო ჯანგირაშვილი, ტელეკომპანია „კავკასიას” წარმომადგენელი:
„ის, რომ ჩვენი კოლეგა დღეს გარდაიცვალა არის ამ ხელისუფლების ლიდერების გადაწყვეტილება. ეს არის ღარიბაშვილის გადაწყვეტილების შედეგი და გოლემაურის გადაწყვეტილების შედეგი. იმის გამო, რომ მათ გადაწყვიტეს პოლიტიკური თამაშები, უკვე ადამიანების სიცოცხლე დგას საფრთხის ქვეშ.
…6 საათზე ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ქვეყანაში ძალადობის დაუსჯელობას, მოძალადე ხელისუფლებას. უნდა გადადგეს ღარიბაშვილი, უნდა გადადგეს გოლემაური, ეს როგორც მინიმუმ, სასწრაფოდ.
„ქართულ ოცნებაში“ თუ ვინმე დარჩა, ვისაც არ უნდა, რომ ამ ძალადობასთან და სისხლთან ასოცირდებოდეს, დღესვე უნდა მიიღოს გადაწვეტილება. ეკლესიაში, საპატრიარქოში თუ ვინმე არის, რომელიც ჩვენსავით განიცდის, იმას რაც ხდება, დღეს უნდა თქვას.მერე იქნება გვიანი.
ჩვენ ერთმანეთს უნდა მოვკიდოთ ხელი და დავიცვათ თავი და ეს ქვეყანა. უკან დასახევი გზა არ არის, გამოდით ყველა 6 საათზე”, – განაცხადა მან.
ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორმა ზუკა გუმბარიძე.
„….ვიკრიბებით ლექსოსთვის და ვიკრიბებით საქართველოსთვის“.
„მისი გარდაცვალება გამოიწვია ხელისუფლების მიერ წახალისებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა და იმ საშინელმა დღემ, რომლის დროსაც უბრალოდ ხდებოდა ჩვენი ჟურნალისტებისა და ოპერატორების რბევა და ვიყავით აბსოლუტურად დაუცველები. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ „TV პირველს“. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ყველამ ერთად გავაპროტესტოთ ლექსოს გარდაცვალება. მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, თუ „ქართულ ოცნებას“ არ ეყოფა კეთილგონიერება და ახლა ამ შეხვედრაზევე ისინი არ იღებენ გადაწყვეტილებას ირაკლი ღარიბაშვილის გათავისუფლების შესახებ, მაშინ ჩვენ უნდა გავცეთ ადეკვატური პასუხი. გელოდებით ყველას 6 საათზე.“, – განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორმა ძუკა გუმბარიძემ.
ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია
“…დილამდე გადადგეს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და მიყვეს უკან მისი მთავრობა, ასევე სუს-ის უფროსი ლილუაშვილი“, – განაცხადა გვარამიამ.
„დღეს თქვენ რუსთაველზე მოსვლით წყვეტთ გჭრდებათ თუ არა დემოკრატია. გჭირდებათ თუ არა თავისუფალი მედია და ბოლო, გჭირდებათ თუ არა სახელმწიფო, რომელიც თქვენია და არა ამ კორდონის უკან შეკრებილი ხალხის. ჩვენი მოთხოვნა მთავარი და უპირველესი არის დილამდე გადადგეს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და მიყვეს უკან მისი მთავრობა, ასევე სუს-ის უფროსი ლილუაშვილი. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც დაგეგმეს და ორკესტრირებულად ჩაატარეს შავი ორშაბათი ქართული მედიის. ეს ადამიანები უნდა წავიდნენ. მივმართავ ქართულ ოცნებას, 5 საათამდე გელოდებით. გარეთ გამოსვლა რომ არ შეგიძლიათ, ვიცით. ჩვენ შემოვალთ შიგნით და დაგელაპარაკებით, ვისაც გინდათმ რა ფორმატშიც გინდათ. გეტყვით იმას, რაც თქვენმა ყურებმა პირადად ჩვენგან უნდა გაიგოს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
დღეს გამთენიისას „TV პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.