„როდესაც სასულიერო პირებმა გონივრული, პროგრესული გადაწყვეტილება მიიღეს და საპატრიარქოს თეოლოგებთან ერთად მიმართეს, მათი ნაწილი დაიბარეს, ნაწილს ტელეფონით დაუკავშირდნენ, დაემუქრნენ ხარისხის აყრით, ულუკმაპუროდ დარჩენით და ძალიან ბევრს, სულით არამტკიცეს მოუწია შენდობის წერილების დაწერა“, – ამბობს მიტროპოლიტი პეტრე ცაავა TV პირველთან საუბარში.
მისი თქმით, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი მოძალადეა საპატრიარქო, როგორ ახორციელებს ზეწოლას. „მეტსაც გეტყვით, ევროპაში ერთ-ერთ ქართველ სასულიერო პირს, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი და რომელმაც ეს თქვა, დაუკავშირდნენ და დატუქსეს, რატომ თქვი რომ ამ ვირუსის მატარებელი ხარო“.
„მღვდელი არის თავისუფალი, ქრისტიანულ თავისუფლებას არავინ უნდა შეეხოს. ჩვენ უნდა ვემორჩილებოდეთ მხოლოდ ქრისტეს მცნებებს“. – ამბობს ცაავა.
მიტროპოლიტი ციტირებს სასულიერო წიგნიდან – „არსებობს ცუდი მორჩილება და „წმინდა ურჩობა“. სწორედ ეს „წმინდა ურჩობა“ უნდა გამოვიჩინოთ ამ ცბიერი, მზაკვარი, სასულიერო პირებისა თუ იერარქების მიმართ და დავემორჩილოთ ღვთის მცნებებს. და როგორც შენ არ გინდა რომ შეგეყაროს ეს ვირუსი, ასევე არ უნდა ისურვო, რომ სხვას დაგასდო იგი“, – ამბობს ცაავა.