უნდა იცოდეთ, ვინ არის თქვენი ოჯახის ექიმი და ტელეფონის ნომერი | ახალი სლოგანი ამირან გამყრელიძისგან

პუბლიკა

„მინდა, თქვენი დახმარებით მოვუწოდო მოსახლეობას: თითოეულმა ადამიანმა დღეს უნდა იცოდეს, ვინ არის თავისი ოჯახის ექიმი და მისი ტელეფონი“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, გარდა იმისა, რომ 112-იც ამისამართებს ოჯახის ექიმთან, მაინც საჭიროა, პაციენტმა თავად იცოდეს ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი და საჭიროებისამებრ პირდაპირ მას დაურეკოს.

„არ არის საჭირო, ვეძიოთ, აბა სად ჩავიტაროთ ტესტი, სად წავიდეთ, როგორ წავიდეთ… დავურეკოთ ოჯახის ექიმს და ვიმოქმედოთ მისი დარიგების მიხედვით. რაკი დღევანდელ პირობებში მთავარი დატვირთვა ამ დაავადების მართვის გადადის პირველადი ჯანდაცვის სექტორზე, მთავარი სლოგანი იქნება, თითოეულმა ადამიანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.