უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში 28 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება 29 ოქტომბერს, ამავე არხის ეთერში შეასწორა და აღნიშნა, რომ „თვითმკვლელობის“ ნაცვლად „შიმშილობა“ უნდა ეთქვა.

„მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ბუნებრივია, მე გუშინ ვსაუბრობდი შიმშილობაზე და შიმშილობის დეფინიციაზე, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობაში. ამაზე მქონა მე საუბარი. შემდეგ საუბარი იყო თვითმკვლელობაზეც და შეიძლება, ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა ჩემი ნათქვამის.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის, დაკავებულის თუ პატიმრის უფლებაა შიმშილობის უფლება და მე ვთქვი, რომ ადამიანს და პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას. შიმშილობას. მე უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა. ალბათ, ამით ერთგვარი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


„თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 28 ოქტომბერს „იმედის“ წამყვანის შეკითხვას, რითი შეიძლება დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა.

„ფინალი, არ ვიცი ახლა, ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს. ის კი არა, უფრო მეტიც: კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება.