უნდა შევინარჩუნოთ ზრდის ამგვარი ტემპი, რაც მიუთითებს, რომ კონტროლის ხარისხი უფრო მაღალი იქნება - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხთან” ინტერვიუში განმარტა, რამდენად კონტროლირებადია კორონავირუსის შიდა გავრცელება საქართველოში.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, არსებული სტატისტიკით, შიდა გავრცელება ქვეყანაში კონტროლს ექვემდებარება და ამას ამტკიცებს ინფიცირების ნელა მზარდი მაჩვენებელი და ინტერვენციები, რომლებიც ჯანდაცვის სისტემამ განახორციელა.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა კონტაქტი გამოვიკვლიოთ და მოხდეს სრული შესწავლა თითოეული ახალი შემთხვევის. ეს, ჯერჯერობით, შესაძლებელია, თუმცა, როგორც სხვა ქვეყნებში ამის გამოცდილება უჩვენებს, შემთხვევების მატებასთან ერთად იმის რისკი, რომ ყველა კონტაქტის გამოკვლევა ასე საფუძვლიანად ვეღარ მოხდება, რა თქმა უნდა,  არსებობს. ამდენად, ისევ და ისევ უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ამგვარი ზრდის ტემპი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კონტროლის ხარისხი უფრო მაღალი იქნება და ჩვენ თავიდან ავიცილებთ ეპიდემიის პიკურ ზრდას”, – განაცხადა გაბუნიამ.


20 აპრილის 22:30-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ეპიდსიტუაციის სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 402
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 95
  • მათ შორის გარდაცვლილი – 4
  • კარანტინის რეჟიმში – 4779
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 561
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3