„უნდა ვეომოთ ოკუპაციას, დამონების ყველა ფორმას - არა მაინცდამაინც ომით“ - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ „ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი და ძალა თავისუფლებაა, რომლითაც უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას!“.

„ეს არის ძალიან მძიმე დღე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ბრძოლა გაგრძელდეს და ბრძოლა რომ გაგრძელდეს ყველა ფორმით უნდა ვეომოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას, ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც ომით, იარაღით, ყველაზე ძლიერი იარაღი აქ არის – თავისუფლება. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა მაინც თავისუფლება არის, თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ტვინი, ამით ვამარცხებთ ყველა ფორმას პუტინიზმის და სხვა. რადგან ეს არის ის, რისთვისაც ადამიანი დაიბადა, რისთვისაც ცხოვრობს ადამიანი. ამიტომ, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს გავხსენით ეს კარები ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დღეს თავისუფლად აზროვნებს, თავისუფლად იბრძვიან, თავისუფლად ფიქრობენ და ეს თავისუფალი საქართველო არის ის საქართველო, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს ვერ დაამარცხებს, ამ საქართველოს გაუმარჯოს დღეს, 25 თებერვალს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.