უნგრეთი მხარს უჭერს რუსეთის SWIFT-იდან ჩახსნას - The Kyiv Independent

პუბლიკა

უნგრეთი მხარს უჭერს რუსეთის SWIFT-იდან ჩახსნას. ამის შესახებ ინფორმაციას The Kyiv Independent ავრცელებს. გამოცემის თქმით, უნგრეთი იყო ევროკავშირიდან ბოლო ქვეყანა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა SWIFT-იდან რუსეთის ჩახსნას.

რაც შეეხება გერმანიას – გუშინ, პარასკევს გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ „გერმანია ღიაა“ რუსეთის SWIFT-იდან ჩახსნისთვის. თუმცა მან დაამატა, რომ  „უნდა იცოდნენ, რას აკეთებენ“.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მთავრობის სხვა წევრები მოუწოდებდნენ ევროპის ქვეყნებს, რომ აემოქმედებინათ მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ისინი მოითხოვდნენ, რომ ჩაეხსნათ რუსეთი SWIFT-იდან.

SWIFT – ეს არის მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოება, რომელიც ბანკებს შორის ფინანსურ ტრანზაქციებს ემსახურება.